1.    პროექტის სახელწოდება

სოფლის შენებას რა უნდა

2.    პროექტის მონაწილეები
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებელი:  ნინო ჯოჯიშვილი
       მუშა ჯგუფის წევრები:                                                                    მე-3 ბ კლასის მოსწავლეები

3.    პრობლემების ანალიზი
დაწყებით საფეხურზე გათვალისწინებულია მოსწავლეები გაეცნონ გეომეტრიული ფიგურების და სხეულების არსის ცნებას, რომლის ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.
·         სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ გაიაზრონ გეომეტრიული სხეულების პრაქტიკული მნიშვნელობა, გამოყონ მისი შემადგენელი ნაწილები.
·         მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე საწყის ეტაპზევე საფუძვლიანად გაეცნოს და გაიაზროს მოცემულ თემას, რაც ბევრად უფრო ადვილად აღქმადი გახდება კეთების პროცესში.
·          გეომეტრიულ ობიექტებით შექმნილი მხიარული კომპოზიციები საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს, განუვითარდებათ აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის,თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, პრობლემათა გადაჭრის და პასუხისმგებლო-ბის უნარ-ჩვევები.


4.    პროექტის მიზანი
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •    ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების გაუმჯობესება.

5.    პროექტის ამოცანები

1.             ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება
2.             მშობლიური სოფლის, მეჯვრისხევის,სოფლის მაკეტის დამზადება.
3.              სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.

6.    მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობის უნარ-ჩვევებს.
·         მაკეტის შექმნით თეორიული ცოდნის ტრანსფერი მოხდება, მოსწავლეები კეთების პროცესში უკეთ გაიაზრებენ გეომეტრიული სხეულების მნიშვნელობას და დანიშნულებას პრაქტიკაში.
7.    მიზნობრივი ჯგუფები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებელი.
8.    ამოცანების განსახორციელებელად საჭირო საქმიანობები:

1.        ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება.
   1.1  კლასის 3 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
   1.2.  მაკეტისათვის საჭირო ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
   1.3.  საჭირო მასალის მოძიება-შეგროვება.
  2.     სოფლის მაკეტის დამზადება.
     2.1.  გეომეტრიული სხეულების დამზადება;
     2.2  გეომეტრიული სხეულების გამოყენებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის სახლების,      მრავალსართულიანი ბინების დამზადება;
    2.3.  სოფლის ქუჩის ნახაზის გაკეთება;
    2,4. დამზადებული ბინების განლაგება სიბრტყეზე საჭიროების მიხედვით;
    2.5.  სოფლის მაკეტის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 3.   სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.
    3.1.  აფიშის დამზადება;
    3.2.  სოფლის მაკეტის პრეზენტაცია.




პროექტის კალენდარული გეგმა:

#
ღონისძიება
03.06
04.06
05.06
06.06
07.06
10.06
11,06
პასუხისმგებელი პირი
1

კლასის 3 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
x






მასწავლებელი, მოსწავლეები
2
მაკეტისათვის საჭირო ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
x






მასწავლებელი, მოსწავლეები
3
საჭირო მასალის მოძიება-შეგროვება.

x
x
x
x


მოსწავლეები
4
გეომეტრიული სხეულების დამზადება;

x
x




მოსწავლეები
5
გეომეტრიული სხეულების გამოყენებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის სახლების, მრავალსართულიანი ბინების დამზადება;


x
x
x


მოსწავლეები
6
სოფლის ქუჩის ნახაზის გაკეთება;



x



მასწავლებელი, მოსწავლეები
7
დამზადებული ბინების განლაგება სიბრტყეზე საჭიროების მიხედვით;




x
x

მასწავლებელი, მოსწავლეები
8
სოფლის მაკეტის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.



x
x


მოსწავლეები
9
აფიშის დამზადება;





x

მოსწავლეები
10
სოფლის მაკეტის პრეზენტაცია.






x
მოსწავლეები

No comments:

Post a Comment